ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0737        EUR 3.6402        GBP 4.0493        RUB 4.1843        UAH 1.1104        AZN 1.8081        AMD 6.3285      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მხარდაჭერით, თხილის საწარმო გაიხსნა
2 ივლისი, 2020, 13:28
თიბისის მხარდაჭერით, თხილის საწარმო გაიხსნა

თბილისი (GBC) - თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო - შპს „აგრითრეიდი“ გაიხსნა.

პროექტი თიბისისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

შპს „აგრითრეიდი“ თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე - ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს. 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. 

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული  და ამ სფეროს დაფინანსების მიმართულებით ის ლიდერი ბანკია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები