ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0747        EUR 3.6272        GBP 4.0294        RUB 4.2244        UAH 1.1153        AZN 1.8086        AMD 6.3335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„საქნახშირმა“ თანამშრომლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა
11 ივლისი, 2020, 15:52
 „საქნახშირმა“ თანამშრომლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა

თბილისი (GBC) - ცოტა ხნის წინ, „საქნახშირმა“ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა თანამშრომლების 80 % -მა მიიღო. კითხვარი 8 შეკითხვისგან შედგებოდა, გამოკითხულებს დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა დაეფიქსირებინათ.

პირველი შეკითხვა შახტაზე უსაფრთხოების წესების დაცვას შეეხებოდა, რომელზეც 99.5 % -მა უპასუხა, რომ უსაფრთხოების წესების სრული დაცვა აუცილებელია. დანარჩენმა 0.5 %-მა კი უარყოფით პასუხი დააფიქსირა. კითხვაზე, მკაცრად უნდა უნდა დაჯარიმდნენ თუ არა უსაფრთხოების წესების დამრღვევები, თანამშრომელთა 87.4 % -მა დადებითი პასუხი გასცა, 12.6 % კი თვლის, რომ ეს ზომები ზედმეტია.

გარდა ამისა, დაისვა კითხვები, რომლებიც შახტის რეკონსტრუქციის გეგმას ეხებოდა. გამოკითხულთა 73 % -მა იცის, რომ ასეთი გეგმა არსებობს. რეკონსტრუქციის გეგმის შესახებ 27% ინფორმაციას არ ფლობს. გამოკითხვის მონაწილეთა 80.8 %-მა სურვილი გამოთქვა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ გეგმის განხილვაში. 19.2 % -ს ამის სურვილი არ აქვს. კითხვას „იცით თუ არა, რომ ამ ეტაპზე „საქნახიშირი“ წაგებაზე მომუშავე კმპანიაა?“ გამოკითხულთა 47.4 % დადებითად პასუხობს. 52.6 % -მა ამის შესახებ არ იცის.

გარდა ამისა, მმართველი კომპანიის მიმართ, რომელიც შახტების რეკონსტრუქციის პროცესშია ჩართული, დასაქმებულთა 64.5 % -მა ნდობა გამოხატა. ერთ-ერთი კითხვა იყო კულტურული და სპორტული ღონისძიებების საჭიროების შესახებ. გამოკითხული თანამშრომლების 92.05 % -მა სურვილი გამოთქვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასა და მათში მონაწილეობის მიღებაზე.

რაც შეეხება „საქნახშირის“ Facebook გვერდს (www.facebook.com/saknakhshiri), მის შესახებ გამოკითხულთა 33.5 % -მა იცის.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „საქნახშირის“ შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. გეგმის მიხედვით, მოხდება ინფრასტრუქტურის სრული განახლება, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გატარდება მნიშვნელვანი ღონისძიებები, თანამშრომელთა წახალისებისა და დაინტერესების მიზნით მოხდება ახალ, ბონუსური ანაზღაურების სისტემაზე გადასვლა და შედეგად, გაუმჯობესდება სამუშაო პირობები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები