ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0743        EUR 3.6138        GBP 4.0061        RUB 4.1709        UAH 1.1142        AZN 1.8084        AMD 6.3338      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ბენზინის იმპორტი მცირდება, დიზელის იზრდება
14 ივლისი, 2020, 12:51
ბენზინის იმპორტი მცირდება, დიზელის იზრდება

თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 497,9 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 259,7 ათასი ტონა - შედარებით 15,6 ათასი ტონით ანუ 6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  253,8 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 234,6 ათასი ტონა - შედარებით 19,2 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით).


ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 176,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%), აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%), თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%), ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%); საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%),    ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%), ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%); შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).


„საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები