ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0747        EUR 3.6272        GBP 4.0294        RUB 4.2244        UAH 1.1153        AZN 1.8086        AMD 6.3335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობას აუდიტი დაადგენს
14 ივლისი, 2020, 20:05
საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობას აუდიტი დაადგენს
თბილისი (GBC) - საბიუჯეტო ხარჯვაში, სახელმწიფო შესყიდვებში და აქტივების მართვაში კორუფციულ სქემებზე, აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშგებისას, ირაკლი მექვაბიშვილმა ₾ 68 მლნ-ის დარღვევებზე განაცხადა და გამოთქვა სურვილი, რომ სამსახურის რეკომენდაცია მინისტრის მოადგილემ მაინც წაიკითხოს, რადგან მიზანი პრევენციააა და არა შედეგთან ბრძოლა.

თუმცა, შედეგთან ბრძოლას ემსახურება 70 აუდიტიდან, დანაშაულის ნიშნების შემცველი 34-ის პროკურატურაში გაგზავნა, რომლის ნაწილიც პროკურატურის შერჩევით, ფინანსურ პოლიციას გადაეცემა (ქეისები უწყებერივ ჭრილში ანგარიშის დანართშია).

აქედან 23 ქეისია მუნიციპალიტეტების, დანარჩენი ცენტრალური აპარატის და სახელმწიფო კომპანიების. ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, განაცხადა, რომ ამ დროისთვის გამარტივებული შესყიდვების ქეისს სწავლობს.

აღნიშნა, რომ აპირებს საპარტნიორო ფონდის ეფექტიანობის აუდიტს. მანამდე ფონდის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავა. ფონდის ქოლგის ქვეშ არსებულ კომპანიებზე განაცხადა, რომ სამედიცინო მიმართულებას სწავლობს. მალე დაასრულებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაბამისობის აუდიტს.

ირაკლი მექვაბიშვილმა ანტიკრიზიულ გეგმის ქეისებზეც ისაუბრა, რომელიც წყალდიდობებზე და ხანძრებზე, მათ შორის ტყის ხანძრების სახელმწიფო რეაგირებას აფასებს.

არჩევნების მონიტორინგზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ სამსახური სრულ მზადყოფნაშია, 8 კაციანი დეპარტამენტით. აღნიშნა, რომ რესურსი შეზღუდულია და შიდა რესურსებით გააძლიერებს. არჩევნებამდე 2 თვით ადრე კი საკონსულტაციო ორგანოს შექმნის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები