ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0737        EUR 3.6402        GBP 4.0493        RUB 4.1843        UAH 1.1104        AZN 1.8081        AMD 6.3285      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BMatch-ის მონაწილენი წესებს ელოდებიან
20 ივლისი, 2020, 15:33
BMatch-ის მონაწილენი წესებს ელოდებიან
თბილისი (GBC) - BMatch-ზე მოვაჭრეები ზედამხედველისგან წესების გამოქვეყნებას ელოდებიან, რომლითაც 1 ოქტომბრიდან უნდა იხელმძღვანელონ.

ამ დროისთვის Bloomberg-ის მოედანზე (რომლის პლატფორმაც არის სებ-ის პრეზენტირებული BMatch-ი) 1 არარეზიდენტია ( აშშ-ის საინვესტიციო ფონდი), 15 კომერციული ბანკი, 4 მისო და ტელესაკომუნიკაციო ბაზრის 1 ოპერატორი. თუ ლიბერთის 30.7% ბენეფიციარი მესაკუთრის - ირაკლი რუხაძის გია ჯოხთაბერიძესთან მინორიტარ პარტნიორობას (54/46%) გავითვალისწინებთ, მოედანს მე-2 უმსხვილესი ოპერატორიც "მაგთი" უყურებს.

იანვარ-მაისში (იანვარ-ივნისის სტატისტიკა ივლისის ბოლოს დაიდება) კომერციულ ბანკებს $12 მლრდ-ზე მეტი აქვს გაყიდული და აქედან $4 მლრდ -ზე მეტი სპოტ გარიგებებია - ინსტრუმენტი, რომელიც BMatch-ზე გამოიყენება.

ამ დროისთვის ყველა მოვაჭრეს, საფინანსო კომპანიებს (ბანკი, მისო, ბროკერი) არარეზიდენტ ფონდს და საკომუნიკაციო კომპანიას თითო სადილინგო კოდი აქვს (ბლუმბერგის სისტემაში დაშვების ფასი თვეში $1 970 -ია). 1 ოქტომბრიდან კი საფინანსო კომპანიები (ბანკი, მისო, ბროკერი) BMatch-ზე 2 კოდით ივაჭრებენ, თავისთვის და თავისი კლიენტისთვის (საბროკერო კოდით). სხვა კლიენტების მომსახურებას ბანკს ვაჭრობის წესები ავალდებულებს.

ფინანსური შუამავლობის უფლება ბლუმბერზე დაშვებულ არაპროფილურ კომპანიებს არ შეეძლება. კლიენტებს ბანკი (ან მისო/ბროკერი) ფიქსირებული ტარიფებით მოემსახურება. ზედამხედველის ინფორმაციით, ახალი წესები მათ დისკრიმინაციული გარიგებების საშუალებას არ მისცემს, თუმცა სებ-ი მაინც გადახედავს და საბოლოოდ ფასებს ბაზარი დაარეგულირებს, რადგან მომსახურე ბანკს ( ან მისო/ბროკერი) კონკურენციის გაწევა სავალუტო ჯიხურთანაც მოუწევს და კონკურენტ ბანკთან.

ექსპერტები აღნიშნული მოედნით სავალუტო ჯიხურების შევიწროებას ელიან. რადგან ვალუტის ქუჩის გადამხურდავებლები მსხვილ ტრანზაქციებს დაკარგავენ. BMatch-ზე მინიმალური ტრანზაქცია $100 000 -ია. მოთხოვნის გათვალისწიებით ამ დროისთვის ₾/$ -ის გარდა სხვა წყვილები გარიგებებში არ მონაწილეობს.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები