ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ელ/მმართველობის ინდექსში საქართველო დაქვეითდა, 5 საფეხურით /რეიტინგი/
22 ივლისი, 2020, 20:17
ელ/მმართველობის ინდექსში საქართველო დაქვეითდა, 5 საფეხურით /რეიტინგი/
თბილისი (GBC) - საქართველომ გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა. თუმცა, ელ-მმართველობის ინდექსის რეიტინგში ქვეყნის პოზიცია ხუთი ადგილით დაქვეითდა, ელ-ჩართულობის მხრივ კი პირიქით, შვიდი პოზიციით დაწინაურდა. რეგიონის ქვეყნების შედარებით ჩანს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ნელი ტემპით ვითარდება.

ელ-მმართველობის ინდექსით საქართველო მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის 11 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, მაგრამ ონლაინ სერვისების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ლატვიას ჯობნის. საქართველოს ყველაზე მნიშნველოვანი კლება(-0.11) ელ-სერვისების ინდექსის კომპონენტში აქვს.

საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მაღალი ადამიანური კაპიტალის მიუხედავად, შედარებით სუსტი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამო, პროგრესი გარკვეულწილად შეყოვნდა.

რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალია ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული წილი საქართველოში. ამ კომპონენტის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 63% იყენებს ინტერნეტს.

ელ-ჩართულობის კუთხით გლობალურ რეიტინგში 7-ადგილიანი გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო რეგიონის 11 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა და მხოლოდ ლატვიას ჩამორჩება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები