ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GGU-მ 5 -წლიანი ბონდები 7.75%-ად განათავსა
27 ივლისი, 2020, 11:55
GGU-მ 5 -წლიანი ბონდები 7.75%-ად განათავსა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ „Georgia Global Utilities“ -მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), 250 მლნ დოლარის მოცულობის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა. მწვანე ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“,- განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ობლიგაციები გაიცემა და გაიყიდება ნომინალურ ფასად. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.

ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე და შეფასდება B+ (სტაბილური) რეიტინგით Fitch-ისგან, და B (პოზიტიური) რეიტინგით S&P-სგან. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი TBC Capital-ი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP-ი წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების DEG, FMO და ADB-ს მიერ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები