ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი წიგნების თაროსთან პარტნიორობას განაგრძობს
28 ივლისი, 2020, 11:41
საქართველოს ბანკი  წიგნების თაროსთან პარტნიორობას განაგრძობს
თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა.

საოცარი ახალი სამყარო - ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს. ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა“ უმასპინძლა.

კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. ის “წიგნების თაროს” თამაშით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით “სტუდენტები ფიქრობენ” წარსდგნენ.

კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი - „რა იწვევს ორგანიზაციულ კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა“, ასევე ლევან გიგინეიშვილის მასტერკლასი - „ფილოსოფიის ვნება“ ჩატარდა. ღონისძიება გელა ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.

“საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ “წიგნების თაროსთან” პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძების ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში.” - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, “წიგნების თაროსა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძებაა. პანდემიის პირობებში არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ - ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები