ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0743        EUR 3.6138        GBP 4.0061        RUB 4.1709        UAH 1.1142        AZN 1.8084        AMD 6.3338      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბიზნესს ოპტიმიზმი დაუბრუნდა
28 ივლისი, 2020, 13:02
ბიზნესს ოპტიმიზმი დაუბრუნდა
თბილისი (GBC) - 2020 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 17.3 პუნქტით გაიზარდა და -9.9-ს მიაღწია წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, მრეწველობისა და სერვის სექტორის გარდა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით 14.4 პუნქტით შემცირდა და 2020 წლის III კვარტლისთვის ახალ ისტორიულ მინიმუმს -40.6-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის II კვარტლის ჩავარდნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა და 20.8 პუნქტს მიაღწია. 2020 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების გაუმჯობესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა მრეწველობისა.

ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET, BIA, ICC Georgia ადგენsს, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის გამოკითხვით.

მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმებისთვის. 2020 წლის III კვარტლისთვის ეს ფაქტორები ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის (გასული ოთხი კვარტლის მდგომარეობით, საშუალოდ, დიდი კომპანიების 30% მთავარ შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს, 27% კი - მოთხოვნის სიმცირეს), რაც შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები