ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის მხარდაჭერით კასპში ქათმის ფერმა აშენდა
28 ივლისი, 2020, 13:15
BOGG-ის მხარდაჭერით კასპში ქათმის ფერმა აშენდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა.

მეფრინველეობის ფერმა გათვლილია 1,8 მლნ ცალი ქათმის წარმადობაზე წელიწადში. პროექტის მიხედვით პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ ქათმის ხორცზე.

კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ფერმის როგორც მშენებლობისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში კომპანიის მიერ   ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა (მინ. 90 %) დასაქმდა. პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ. ლარია.

 „საქართველო ბანკი სხვადასხვა დარგის,  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის უფრო მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას შეძლებს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ოპერირება და უკვე აქვს ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია რომ ფერმაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც სოფლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და ჩვენს თავს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები