ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კერძო სკოლა ოჯახის შემოსავლის 25%-ს მოითხოვს
28 ივლისი, 2020, 15:54
კერძო სკოლა ოჯახის შემოსავლის 25%-ს მოითხოვს

თბილისი (GBC) - საქართველოში საჯარო სექტორი კვლავ რჩება ზოგადი განათლების მთავარ მიმწოდებლად, თუმცა კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება (2.8% CAGR 62.8 ათასამდე 2009-19 წლებში).


G&T-ის კვლევის მიხედვით, კერძო სკოლების პოპულარობის მთავარი მიზეზი მომხმარებლის აღქმით მათ მიერ შეთავაზებული განათლების უფრო მაღალი ხარისხია. საქართველოში მოსწავლეების 10.6% სწავლობს კერძო სკოლებში 2019/20 სასწავლო წლის მდგომარეობით, როცა იგივე მაჩვენებელი 2009/10 წელს იყო 7.6%. ზოგად განათლების სექტორში კერძო სექტორის წილით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს შესადარის ქვეყნებს რეგიონში (2.5%).

კერძო განათლება საქართველოში ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის: კერძო სკოლაში ერთი ბავშვის სწავლება ოჯახის შემოსავლის საშუალოდ 25%-ს მოითხოვს.

„ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და შინამეურნეობების შემოსავლების ზრდასთან ერთად კერძო სკოლები უფრო ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მოსახლეობისთვის. ურბანიზაცია ხელს უწყობს კერძო სკოლებში ჩარიცხვის ზრდას, რადგან ქალაქებში მოსახლეობის შემოსავლები შედარებით მაღალია და გადახდისუნარიანი მოსახლეობაც უფრო მრავალრიცხოვანია. თბილისი, ბათუმი და ქუთაისი ყველაზე მიმზიდველი ბაზრებია კერძო სკოლებისთვის, შესაბამისად 18.6%, 19.8% და 11.9% კერძო ჩარიცხვების წილით, 2019 წლის მონაცემებით. ურბანიზაციის ზრდით მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლებზე მოთხოვნა გაიზრდება და 2024 წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობა 73.2 ათასს მიაღწევს (ჯამური რაოდენობის 11.5%)“, - ნათქვამია კვლევაში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები