ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0743        EUR 3.6138        GBP 4.0061        RUB 4.1709        UAH 1.1142        AZN 1.8084        AMD 6.3338      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის დაფინანსებით ჩაის პლანტაციები გაშენდა
29 ივლისი, 2020, 10:54
BOGG-ის დაფინანსებით ჩაის პლანტაციები გაშენდა

თბილისი (GBC) - საქართველოს  ბანკის ფინანსური ჩართულობით  შპს „ოკრიბამ“ ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა.

აგრო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია გაველურებული ჩაის პლანტაციები.

გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. ბანკის დაფინანსებით  ჩაისსაშრობი და დაფასოების დანადგარები შეიძინა.  კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა  ღირებულება  1,345,000 ლარია.

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი, ისტორიული მნიშვნელობის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ტყიბული  და ზოგადად საქართველო ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებით და ეს კულტურის ნაწილი იყო. მოხარული ვართ რომ ტყიბულში ეს ტრადიცია გრძელდება და შპს ოკრიბამ  შეიძინა 55 ჰა ჩაის პლანტაციები ტყიბულის რაიონში და მოახდინა ამ პლანტაციების რეაბილიტაცია. კომპანიამ ააშენა ქარხანა, აღჭურვა ის უახლესი დაზგა-დანადგარებით, დაიწყო ჩაის გადამუშავება და ახლა უკვე  პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ ისტორიულად  მნიშვნელოვანი  საქმის აღდგენაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები