ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი - „ჯორჯიან მანგანეზი" "მთავარ არხს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
30 ივლისი, 2020, 18:00
რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი -  „ჯორჯიან მანგანეზი მთავარ არხს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
„ჯორჯიან მანგანეზი მთავარ არხს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ხოსიტაშვილი, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ჭიათურაში, ითხვისის მაღაროს ტერიტორიაზე გარდაცვლილ თანამშრომელს ეხება.

„ჯორჯიან მანგანეზი" „მთავარ არხს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

ქეთევან ხოსიტაშვილი „მთავარ არხს“ ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 57 წლის მერაბ მუმლაძის გარდაცვალება, მის პროფესიულ საქმიანობასთან არ არის კავშირში და მიზეზი ბუნებრივ სიკვდილს (თრომბს) უკავშირდება.
მისივე თქმით, ტელეკომპანიამ ამბავი ცალმხრივად გააშუქა და „ჯორჯიან მანგანეზში“ ინფორმაციის გადამოწმება არავის უცდია.
„მინდა, „მთავარ არხზე" გუშინ გასულ სიუჟეტს გამოვეხმაურო. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
ფაქტი ჭიათურაში, 23 ივლისს მოხდა, სამწუხაროდ, ითხვისის მაღაროს ტერიტორიაზე „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 57 წლის მერაბ მუმლაძე ბუნებრივი სიკვდილით (თრომბით) გარდაიცვალა.
პირველ რიგში, მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.
ვფიქრობ, ასეთ სენსიტიურ თემაზე, როდესაც საქმე ადამიანის ტრაგედიას ეხება. როგორც მედიას, ისე პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ, მით უფრო, საქმე ადამიანის ტრაგედიას ეხება!
რაც შეეხება „მთავარ არხზე" გაშუქებულ მასალას და გავრცელებულ უზუსტობებს:
1. როგორც უკვე აღვნიშნე, მებიგე, მერაბ მუმლაძეს გულის შეტევა დაემართა, თუმცა სიუჟეტში დარწმუნებით თქვეს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი მაღაროში უჰაერობის მიზეზით გარდაიცვალა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ფარული კამერით კომპანიის არაერთი თანამშრომელი ჩაწერა, არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ შემთხვევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში მუშაობას, ან მის მძიმე შრომით პირობებს უკავშირდება, უფრო მეტიც, კომპანიის თანამშრომლები ჟურნალისტს უყვებიან, რომ ისინი სამედიცინო შემოწმებას სისტემატურად გადიან, თუმცა ტელეკომპანიამ ფაქტები მაინც დამახინჯებულად გადმოსცა;
2. სიუჟეტში მერაბ მუმლაძის უჰაერობით გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს მისი მეუღლე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტისთვის გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა;
3. სიუჟეტში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ყვება, რომ მაღაროში შესვლამდე მას წნევა არ გაუსინჯეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ეს ასევე არ შეესაბამება სიმართლეს (გამოდის, რომ ერთ სიუჟეტში ტელეკომპანია მაღაროელის გარდაცვალების 2 სხვადასხვა მიზეზს ასახელებს - უჰაერობას და არტერიულ წნევას).
4. „მთავარი არხიდან“ ინფორმაციის დასაზუსტებლად არავინ დამკავშირებია, თორემ ზუსტ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდიდი.
5. ცოტა უხერხულია, მაგრამ სიუჟეტის დასასრულს, ჟურნალისტმა გარდაცვლილი მერაბ მუმლაძე მერაბ მამულაშვილად მოიხსენია - აქ უკვე, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მერაბ მუმლაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩანიშნულია და დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი“,- წერს ქეთევან ხოსიტაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები