ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2537        EUR 3.8267        GBP 4.1787        RUB 4.285        UAH 1.1542        AZN 1.9154        AMD 6.6949      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რკინიგზის მგზავრებს აჭარის მარშრუტებზე ისტორიას მოუყვებიან
31 ივლისი, 2020, 13:11
რკინიგზის მგზავრებს აჭარის მარშრუტებზე ისტორიას მოუყვებიან

თბილისი (GBC) - 3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან.

საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ქვეყნის ამბების მოყოლას. ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად არის ბათუმში პრინცესას აივანი, რა ისტორია აქვს ბათუმის თეატრს, რატომ უნდა მიხვიდეთ თევზის ბაზარში, როგორია ძმები ნობელების მუზეუმი - აუცილებლად დაემგზავრეთ თბილისი-ბათუმის მატარებელს. როგორც, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ ეს ამბების არასრული ჩამონათვალია და გზა ბათუმამდე თავგადასავლებით იქნება სავსე.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. მათთვის ვინც ე.წ. გზამკვლევების რეისებზე ვერ მოხვდება, საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები