ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მადლობის მე-3 წერილი ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურ მმართველს -რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები
31 ივლისი, 2020, 20:06
მადლობის მე-3 წერილი ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურ მმართველს -რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები

თბილისი (GBC) - ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მადლობის წერილი კიდევ ერთი საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციისგან მიიღო. როგორც პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალის“ გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები.

მათივე განმარტებით, დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.

 

                                           პატივცემულო ნიკოლოზ!

პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება  პროფცენტრი „სოიუზმეტალი“ დღესდღეობით აერთიანებს 8 ქვეყნის სამთო-მეტალურგიული კომპლექსის დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ მუშას. თავისი უფლებების დასაცავად პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება  პროფცენტრ „სოიუზმეტალ“-ში რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მეტალურგებთან ერთად გაერთიანდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშები.

8 ქვეყნის პროფკავშირი ერთობლივად განიხილავს შრომის პირობებს და მის ანაზღაურებას, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების თავისებურებებს და სოციალური პარტნიორობის დონეს იმ ქვეყნების სამთო-მეტალურგიულ კომპლექსში, სადაც მდებარეობს საწარმოები. 

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს პრეზიდენტის თ. დ. დოლაბერიძისაგან წარმოდგენილი ინფორმაციით, ჩვენ გავეცანით პროფსაბჭოსა და  შპს „ჯორჯიან მანგანეზს“  შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ პარტნიორობას.

ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები.

დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.

ასეთი საპასუხისმგებლო, სოციალური მიდგომა თქვენი მხრიდან და პროფკავშირის მხრიდან დიალოგში დიდი ინტერესით მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შრომითი კოლექტივების შემდგომ გაძლიერებას, ძალისხმევის აქტივიზაციას არამხოლოდ სოციალური, არამედ საწარმოო ამოცანების გადაწყვეტაში. 

                                 პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ! 

ნება მომეცით  პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება  პროფცენტრ „სოიუზმეტალი“-ს სახელით  გამოვხატო მადლიერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირთან ასეთი თანამშრომლობისთვის, იმედს ვიქონიებთ მის შემდგომ განმტკიცებაზე.“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა გასული ორი კვირის განმავლობაში მადლობის წერილები სხვადასხვა საერთაშორისო მეტალურგიული ორგანიზაციებისგან მიიღო, სადაც ნიკოლოზ ჩიქოვანის სამი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მათი მხრიდან დადებითად შეფასდა.

 

მათ შორის, „მეტალურგთა  საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასეს „ჯორჯიან მანგანეზის“, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხები.

ასევე შვეიცარულმა ორგანიზაცია IndustriALL Global Union-მაჯორჯიან მანგანეზისსაქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯორჯიან მანგანეზმადასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგაკომპანიის ხელმძღვანელობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბა



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები