ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3203        EUR 3.8708        GBP 4.2819        RUB 4.214        UAH 1.1736        AZN 1.9545        AMD 6.8181      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავტობაზარი პანდემიას გადაურჩა
6 აგვისტო, 2020, 19:21
ავტობაზარი პანდემიას გადაურჩა

თბილისი (GBC) - ავტომობილების ექსპორტმა ივლისში ზრდა (m.m) განაახლა, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40% კლებაა -  კავკასიის ავტოიმპორტი გიორგი სურგულაძის გაბცხადებით, პანდემიამ დარგს დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ტურიზმს.

დანაკარგები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დარგი დაინგრა და სიკვდილის პირასაა მისული. შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, გაყიდვების ზრდაც განახლდა. საშუალოდ, კომპანია დღეში 30 მანქანას ყიდის. ეს 40% ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ თავად ზრდის ტენდენცია უკვე თავისთავად დადებითია“  - მიიჩნევს სურგულაძე.


მისი თქმით, ძირითადი პარტნიორი ისევ აზერბაიჯანია, მაგრამ სომხეთი, რომელიც ტრადიციულად მეორე ადგილზე იყო  - დღეს ბოლოზეა, მისი პოზიცია კი უკრაინამ დაიკავა.


საუბარია არ მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაზე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო, არამედ მთელს ქვეყანაზე.

ასევე, მაღალი ტარიფების მიუხედავად ექსპორტი რუსეთში და ყაზახეთშიც ხორციელდება - ძირითადად ამ ქვეყნებში ძვირადღირებული ავტომობილები იყიდება.


საზღვრები დაკეტილია, თუმცა ბოლო თვეებში აქტიურად ხდება მანქანების ყიდვა ონლაინ-რეჟიმში. ეს ძალიან მარტივია - მაგალითად, აზერბაიჯანელებს ამაში ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ეხმარებიან. სხვა ქვეყნებთანაც მზგავსი მექანიზმი მოქმედებს“  - ამბობს გიორგი სურგულაძე.


მისი თქმით, „კავკასიის ავტოიმპორტშისიტუაცია უკეთესია, ვიდრე სხვა კომპანიებში.


ჩვენ წარმომადგენლობები გვყავს პარტნიორ ქვეყნებში, საერთაშორისო კომპანია ვართ, და ამიტომაც დანაკარგები ნაკლები გვაქს“ - განაცხადა გიორგი სურგულაძემ.


ამავე დროს, სხვადასხვა ბაზრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება - მაგალითად, უკრაინაში ძალიან პოპულარულია, აზერბაიჯანში კი თითქმის არ იყიდება. სომხეთში კი ძირითადად იაფფასიან მანქანებს ყიდულობენ.


 გიორგი სუგრულაძის თქმით, სადღეისოდკავკასიის ავტოიმპორტისაქართველის როგორც შიდა ასევე საექსპორტო ბაზრის 65%- აკონტროლებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები