ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3203        EUR 3.8708        GBP 4.2819        RUB 4.214        UAH 1.1736        AZN 1.9545        AMD 6.8181      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
განათლება პრიორიტეტია - პრემიერი
12 აგვისტო, 2020, 17:08
განათლება პრიორიტეტია - პრემიერი
თბილისი (GBC) - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა თავიდან ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას - ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურს დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უმასპინძლეს. მთავრობის მეთაურთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში - გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
პრემიერმა დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.
„რაც ჩვენ ვნახეთ არის უაღრესად შთამბეჭდავი. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ცალკე აღებულ საგანმანათლებლო დარგს სისტემურად მიუდგე. მე ძალიან კარგად მახსოვს აქ რა ხდებოდა, აქ იყო ჭაობი და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ უაღრესად შთამბეჭდავია. ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ქვეყნისთვის, დღეის მდგომარეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება იქნება ძალზედ პრობლემური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით - ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით განხორციელდა თავიდან ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას - ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი სტუდენტი ისწავლის სულ მალე აქ. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა ასევე გახლავთ ერთობლივი კურსები და პროგრამები მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ესეც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში დამატებით კომპეტენციას, ცოდნას მოიტანს და, რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ქუთაისისთვის, ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ დამატებითი მიზიდულობის ძალა ექნება,“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები