ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2059        EUR 3.756        GBP 4.1212        RUB 4.0976        UAH 1.1327        AZN 1.8872        AMD 6.5576      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Phubber აპლიკაცია ყიდვა-გაყიდვისთვის
13 აგვისტო, 2020, 16:58
Phubber აპლიკაცია ყიდვა-გაყიდვისთვის

თბილისი (GBC) - პროდუქტებთან და საცხოვრებელ ადგილთან ერთად ჩაცმა მასლოუს პირამიდის პირველ საფეხურზე დგას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ტანსაცმლის ინდუსტრიამ შემოსავლების მიხედვით 2020 წელს ჯამურად 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. (წყარო - Statista.com)

შორს რომ არ წავიდეთ, ალბათ თქვენი ოჯახის წევრებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას თუ რა ჩავიცვა, არაფერი არ მაქვს და ამ დროს მათი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ საშუალოდ  ჩვენი გარდერობის 50%-საც კი არ ვიყენებთ აქტიურად, და მეტსაც გეტყვით, ზოგან ეს მაჩვენებელი 80 პროცენტამდეც კი ადის.

რა თქმა უნდა, სტატისტიკა აბსოლუტურად ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ ცალსახაა ის ფაქტი, რომ მთელს მსოფლიოში ხალხი საკუთარ გარდერობს ოპტიმალურად არ იყენებს. შესაბამისად, ადამაინებს უჩნდებათ სტიმული გაყიდონ ის ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამენ, მაგრამ სად ან როგორ უნდა გააკეთოთ ეს საქართველოში, აქამდე შეიძლება არ იცოდით. უკვე დაახლოებით ერთი წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა Phubber, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ერთდროულად აძლევს ტანსაცმლისა და აქსესუარების როგორც გაყიდვის, ასევე ყიდვის შესაძლებლობას.

„სანამ სტარტაპზე მუშაობას დავიწყებდით ვეცნობოდით სხვადასხვა მსოფლიო სტატისტიკას. მაგალითად, ამერიკაში გადაყიდული ტანსაცმლის ბაზარი ახლად წარმოებულთან შედარებით ყოველწლიურად 5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით შეგვექმნა წარმოდგენა მომხმარებლის საჭიროებასა და ქცევაზე.  როდესაც Depop-ზე სტატიას გადავაწყდი, რომელსაც ბიზნეს ინსაიდერი ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად მოიხსენიებდა, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ უნდა დაგვეწყო იდეაზე მუშაობა.

Phubber არის მობილური აპლიკაცია, რომელშიც რეგისტრირებული მომხმარებელი ერთდროულად არის როგორც მყიდველი ასევე გამყიდველი. ჩვენ ბაზარზე უკვე დაახლოებით 1 წელია რაც ვართ და ვცდილობთ Phubber იყოს ყველასთვის. ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ ამერიკული კომპანიის Pushmark-ის მსგავსი სტრატეგია, რომლის პროდუქტიც ყველა სეგმენტის მომხმარებელზეა მორგებული და დღეს უკვე 40 მილიონამდე რეგისტრირებული იუზერი ჰყავს,“ - გვიყვება კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ს ამ მომენტისათვის დაახლოებით 60 ათასი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მათ პლატფორმაზე 80 ათასადმე ნივთია განთავსებული, რაც მათ ოფიციალურად საქართველოში ყველაზე დიდი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიად აქცევს. სანამ Phubber 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამას შეუერთდებოდა, გარდა იმისა, რომ დამფუძნებლები საქართველოში პოზიციების გამყარებაზე ფიქრობდნენ, პარალელურად განიხილებოდა სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლაც.

“როდესაც გავიგე, რომ საქართველოში 500 Startups-ს შემოდიოდა ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საქართველო მსოფლიოს სტარტაპის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა. ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა სახელმწიფოსა და საქართველოს ბანკის ჩართულობის გარეშე, რომლის გუნდიც იდეალურად უძღვება ყველა მიმდინარე პროცესს.

როდესაც აქსელერაციის პროგრამაში ჩავერთეთ უკვე აქტიურად ვფიქრობდით უცხოურ ბაზრებზე გასვლას. ამისათვის კი გვჭირდებოდა ისეთი მენტორები, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ ბიზნესის მართვაში და კარგად იციან თუ როგორ გადააქციონ პატარა სტარტაპი მსოფლიო დონის კომპანიად. პირდაპირ გეტყვით, რომ მენტორების პროფესიონალიზმმა ჩვენს მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ მენეჯმენტმა და მთლიანად კომპანიამ. ახლა კი მიღებული ცოდნის გათვალისწინებით დავიწყებთ ცვლილებების დანერგვას,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი ჩუგოშვილი.

Phubber-ის დამფუძნებლებს ბევრი სირთულე შეხვდათ სტარტაპზე მუშაობისას. მათ პრაქტიკულად ყველაფერი ნოლიდან დაიწყეს და პირველი ინვესტიცია საკუთარი ჯიბის ფული იყო. Phubber-ის ქეისი ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ გჯერა საკუთარი იდეის და არ ჩერდები, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, 500 startups საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით შემოვიდა. საქართველოს ბანკის ჩართულობითა  და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი. საქართველოს ბანკმა სტარტაპების განვითარებისთვის 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინა, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკო სისტემის განვითარების მიზანს ემსახურება.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები