ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2059        EUR 3.756        GBP 4.1212        RUB 4.0976        UAH 1.1327        AZN 1.8872        AMD 6.5576      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აქ და ახლა - თიბისი ჩირუკას მხარდაჭერაზე აცხადებს
13 აგვისტო, 2020, 17:12
აქ და ახლა - თიბისი ჩირუკას მხარდაჭერაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თქვენთვის აქ, გორში „კულას“ საწარმოში აშრობენ და სარელიზაციოდ შეფუთვებში ანთავსებენ. ახლა კი უკვე „ჩირუკამ“ თიბისის მხარდაჭერით საკუთარი ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა. შესაბამისად, კომპანია უკვე შეძლებს წარმადობა გაზარდოს და ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასას უპასუხოს.

„ჩვენი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია. დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, ნაწილი კი საქართველოში შევიძინეთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ საკუთარი ხილის ბაღები გავაშენოთ და იქ მოწეული ხილის გაშრობა მოვახდინოთ, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოგვაქვს, მაგალითად, ატამს კახეთში ვყიდულობთ და ა.შ. ჩვენთან სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდეა დასაქმებული,“ - ამბობს დავით გოგლიძე, „ჩირუკას“ ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს. „ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც.

სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ჩირი ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარადაა მიჩნეული. თანაც, გამხმარი ხილი ბევრად მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახული. სწორად დაჩირვა კი ხილს ისე ინახავს, რომ მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს.  ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ „ჩირუკას“ ნუგბარი, დროა უკვე დააგემოვნოთ - ის მთლიანად ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტია. 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები