ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2059        EUR 3.756        GBP 4.1212        RUB 4.0976        UAH 1.1327        AZN 1.8872        AMD 6.5576      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
NCDC -ის ლიცენზირებული პირბადე YES Hackathon Contain covid19-ის გამარჯვებულია
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი
13 აგვისტო, 2020, 17:45
NCDC -ის ლიცენზირებული პირბადე YES Hackathon Contain covid19-ის გამარჯვებულია

თბილის (GBC) -კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ხალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმაკრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაკრისტალისმხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომელიც 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).

სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე  5,000 ლარს შეადგენდა. ასევე, შესაძლებელი იყო უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.

ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იდეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა მარიამ თურმანიძეს ეკუთვნის.

იგი ტანსაცმლის კონსტრუქტორი, ტექნოლოგი და დიზაინერია. პარალელურად სადოქტორო დისერტაციას წერს სამოსში ფერის აღქმის თეორიაზე: „საზღვარგარეთ დანაზოგი მცირე თანხით გადავწყვიტე, დამეწყო საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, გეზი სპეციალობის მიხედვით ავიღე და დავაარსემარიკოს ატელიე“. გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დავიწყე შეკვეთების მიღება. შემდეგ კი დაემთხვა პანდემია და მოთხოვნამ ახალი იდეები მიკარნახა - პიბადეების წარმოება.

იმისთვის,რომ მისი წარმოებული პირბადეები უსაფრთხო და სტანდარტებზე მორგებული ყოფილიყო, მარიამმა რამდენიმე ნიმუში დაამზადა და შესამოწმებლად  დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანა, სადაც ყველა ნიმუშზე დადებითი შეფასება მიიღო და მიენიჭა ლიცენზია, რომლითაც იგი უზომოდ ამაყობს.

ფონდი „კრისტალის“ პროექტში გამარჯვება მისთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი გახდა: „გამარჯვებისას მომეცა უდიდესი სტიმული, მეტი თავდაჯერებულობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰაკათონის მიმდინარეობისას ჩატარებული ტრენინგების კურსი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ არჩილ ბაკურაძესა და პროექტის მთელ გუნდს გაწეული შრომისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვმეგობრობთ და მე მუდმივად მაქვს მათი  მხარდაჭერის იმედი“ - ამბობს მარიამი.

როგორც მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების მეწარმე გვეუბნება, პროექტში მონაწილეობის შემდეგ საწარმოს ცნობადობა გაიზარდა. მარიამს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკავშირდება უამრავი ადამიანი, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ კომპანიასანტედან“ მიღებული შეკვეთის შედეგად მან 2 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე დაამზადა.

მარიამი ამ ეტაპზე სამედიცინო ტექსტილის წარმოების გარდა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აქვს უამრავი შეკვეთა.

ვმუშაობ სრული შემართებით, მალე ვაპირებ გავაფართოვო საწარმო და დავასაქმო მეტი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ  „კრისტალისმიერ გაცემული თანხა იმ მომენტში უზომოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან შევიძინე  მასალა, ასევე საწარმოო დანადგარი, რომელიც მუდმივად საჭირო იქნება ჩემი საქმიანობისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ პროექტის განმავლობაში მომიწია არაჩვეულებრივ მენტორებთან მუშაობა, ის ცოდნა რაც მათგან სრულიად უფასოდ მივიღე, ყოველთვის გამომადგება ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი საოცარ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჰაკათონის მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, ასევე ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას,  ულევ წარმატებას ვუსურვებ - მარიამ თურმანიძე.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები