






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში დაზღვევის სექტორში ყველა მიმართულებით ზრდაა.
კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 376,9 მლნ. ლარი, მაშინ, როდესაც 2019-ში - 345 მლნ.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 89,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 29,2 მილიონი ლარი - 2019 წლებში ამ მაჩვენებლებმა 72,7 მლნ. და 19,6 მლნ. შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამურმა მოცულობამ 976,4 მლნ. ლარი შეადგინა - 2019-ში კი – 952
სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა კაპიტალმა 2020 წლის 6 თვის მანძილზე 273,9 მლნ, ლარი შეადგინა - 2019 წელს – 231 მლნ. ლარი.
2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.