ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მოსახლეობის მატება 5- წლიან მინიმუმზეა
10 სექტემბერი, 2020, 10:40
მოსახლეობის მატება 5- წლიან მინიმუმზეა

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 0,4% შეადგინა.ეს მინიმანლური მაჩვენებელია ბოლო 5 წლის მანძილზე - 2014 წელს მატებამ 0,3% შეაგდინა, მომდვენო წლებში კი  - გაცილებით მეტი.

კერძოდ, 2015 წელს ბუნებრივმა მატებამ დამოუკიდებლობის პერიოდის მაქსიმუმის - 3,1%- მიაღწია.2016 წელს მატების კოეფიციენტი 2,6%-მდე შემცირდა,  2017-ში - 1,6%-მდე, 2018-ში - 1,2-მდე, ხოლო 2019 წელს - როგორც უკვე აღინიშნა - 0,4%-მდე.

თუმცა, ეს მცირე, მაგრამ მაინც ზრდაა, რასაც ადრეულ წლებზე ვერ ვიტყვით - 90-ან წლებში მატება 1,4-დან 0%-მდე მერყებობდა, თუმცა, 2000 წელს პირველად დაფიქსირდა კლება - 0,1%.

ეს პროცესი 2008 წლამდე გაგრძელდა, როდესაც  8 წლის მანძილზე პირველად კოეფიციენტის ზრდა დაფიქსირდა - 0,5%.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატება არ ნიშნავს მოსახლეობის ზრდას, რადგანაც ეს კოეფიციენტი  მიგრაციის ფაქტორს არ ითვალისწინებს, შესამამისად, ქვეყნის მოსახლეობა არათუ არ იზდება, არამედ ყოველწლიურად მცირდება.

კერძოდ, 2020 წელს საქართველოში 3, 716 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, 2019-ში მოსახლეობა 3,723 მლნ.-, ხოლო  2018-ში - 3, 729 მლნ.- შეადგენდა.

2020 წლის მაჩვენებელი 2014 წლის დონეზეა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები