ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგვისტოში ფულადი გზავნილები 25,8%–ით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2020, 13:55
აგვისტოში ფულადი გზავნილები  25,8%–ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $184.2 მლნ (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ფულადლი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ევროკავშირიდან და 74,53 მლნ–ს შეადგენს, რაც მთლიანი გზავნილების 40,46%–ა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 33,34%–ითაა გაზრდილი. ამ ფონზე შემცირებულია რუსეთიდან შემოსული გზავნილების მოცულობა, რამაც აგვისტოში $34,94 მლნ შეადგინა. კლებამ წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 1,48% შეადგინა.

უმსხვილეს დონორთა ხუთეული

ჩარიცხული $ 08/20

ჩარიცხული $ 08/19

სხვაობა %

ევროკავშირის ქვეყნები

74 530 000

49 681 698

+33,34%

რუსეთის ფედერაცია

34 940 000

35 460 000

–1,48%

აშშ

22 050 000

15 120 000

+45,80%

ისრაელი

14 300 000

14 020 000

+2,00%

უკრაინა

10 980 000

3 830 000

187,06%

მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილების ნაკადი აშშ–დან – +45,8% (ჯამში $22,05 მლნ).

ფულადი გზავნილები პროცენტულ გამოსახულებაში ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა, შესაბამისად  269,82% და 187,06%. ყველაზე მეტად შემოდინებები პროცენტულად ყაზახეთიდან შემცირდა –36,35% და ფულად გამოსახულებაში $1,63 მლნ შეადგინა.

ევროკავშირის ხუთეული

ევროკავშირის ქვეყნებს შორის დონორთა ხუთეულში პირველ ადგილზეა იტალია ($27,95 მლნ), მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს ($20,64 მლნ), მესამეზე გერმანიაა ($6,86 მლნ), მეოთხეზე ესპანეთი ($5,11 მლნ), ხოლო პირველ ხუთეულს საფრანგეთი კრავს $2,81 მლნ–ით.

უმსხვილეს დონორთა ხუთეული ევროკავშირიდან

ჩარიცხული $ 08/20

ჩარიცხული $ 08/19

სხვაობა %

იტალია

27 950 000

20 570 000

+35,92%

საბერძნეთი

20 640 000

14 730 000

+40,12%

გერმანია

6 860 000

4 220 000

+62,43%

ესპანეთი

5 110 000

4 230 000

+20,76%

საფრანგეთი

2 810 000

2 560 000

+9,86%

 

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები