ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო
15 სექტემბერი, 2020, 16:07
Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო

თბილისი (GBC) - Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. კამპანიის ფარგლებში ვოლვომ XC90-თან დაკავშირებული ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც ხაზს  XC90-ის უსაფრთხოების სისტემას უსვამს. ზოგჯერ საუკეთესო მშობელსაც შეიძლება გაეფანტოს ყურადღება, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად XC90 აღჭურვილია სპეციალური გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემით.

ვიდეო ასახავს წყვილის ცხოვრებას, რომელთაც უჭირთ ორი აქტიური პატარა ბავშვის აღზრდასა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ჩვენ ვხედავთ მათ მაღაზიაში საყიდლებზე, სახლში თუ როგორ ფუთავენ ბასრ კუთხეებს, კეტავენ კიბეებს და დასდევენ შვილებს. ვიდეო რგოლის ბოლოს კი პარკინგიდან გასვლისას, ვოლვოს გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემა მათ ავტოსაგზაო შემთხვევას აარიდებს, რა დროსაც ვხედავთ მესიჯს - “ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”.

“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად საუკეთესო ავტომობილია ოჯახებისთვის XC90. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსეა იყო მშობელი. ვოლვოს ავტომობილი კი იმისთვის არის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. უსაფრთხოების ელემენტები ჩვენს ავტომობილებში დაგიცვათ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს,”- აცხადებს ლუიზ ალსტრომი, ვოლვო ქარსის ბრენდის პროექტ მენეჯერი.

ვიდეორგოლში მამის როლს ცნობილი შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. იგი ცნობილია როლებით სერიალებიდან: ჩერნობილი, ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) და ვარსკვლავური ომები (Star Wars).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები