ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ნავთობი კვლავ პლუსშია – ბრენტი $41–ს ასცდა
16 სექტემბერი, 2020, 11:34
ნავთობი კვლავ პლუსშია – ბრენტი $41–ს ასცდა


თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე, ზედიზედ მეორე დღეა, იზრდება. ამის მიზეზად აშშ–ში ქარიშხლის გამო ნავთობმოპოვების შეჩერება და ნავთობმარაგების შემცირება სახელდება.


Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, ოთხშაბათის სავაჭრო სესიაზე 1,65%–ით გაიზარდა ბარელზე $41,2 შეადგინა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,93%–ით არის გაზრდილი და ბარელი $39,02 ნიშნულზე ივაჭრება.


შეერთებულ შტატებში ქარიშხალი „სალის“ გამო ნავთობტერმინალები სამშაბათს დაიხურა, ხოლო ნავთობისა და გაზის მოპოვება 25%–ით შემცირდა. ქარიშხალმა მექსიკის ყურის სანაპიროს მიაღწია.


„ქარიშხალი „სალის“ გამო ჩვენმა დანაკარგებმა 11 დღის განმავლობაში 3–დან 6 მლნ–მდე ბარელი შეადგინა“, – ნათქვამია Rystad Energy–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები