ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინდუსტრიის დახმარების ახალი გეგმა დგება
17 სექტემბერი, 2020, 18:23
ინდუსტრიის დახმარების  ახალი გეგმა დგება
თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზუსულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერაზე და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს - ეს არის, როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარდში დაუდგეს კოვიდის პერიოდში“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც კომპანია „ლუმენის წარმომადგენელმა, თაკო კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო ფორმატში მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
„ჩვენი სურვილია პუნქტები რეგულაციით გაიწეროს ზუსტად, რომ სექტორი აქტიურად ჩაერთოს და მოერგოს იმ რეგულაციებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ იმ საკითხებზე პასუხებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე დაისვა“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები