ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3073        EUR 3.9215        GBP 4.3918        RUB 4.3481        UAH 1.1656        AZN 1.9455        AMD 6.6014      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
საქართველო ტურისტული ინდუსტრიისთვის მიმზიდველი რჩება
17 სექტემბერი, 2020, 19:37
საქართველო ტურისტული ინდუსტრიისთვის მიმზიდველი რჩება
თბილისი (GBC) - მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის. ამას მოწმობს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გამართული საინვესტიციო პანელზე, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებს შეეხებოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ინიციატივები, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში განხორციელდა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ხელმოწერას თანამშრომლობის მემორანდუმზე გლობალურ კომპანიასთან „მასტერქარდ ევროპა“. აღნიშნული კომპანია საქართველოსთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს. „ეს არის გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე წვდომა და იმ ტრენდების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტული ინდუსტრის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიყავით - მოხდეს სწრაფად, ეფექტიანად და ასევე სწრაფად იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები