ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3073        EUR 3.9215        GBP 4.3918        RUB 4.3481        UAH 1.1656        AZN 1.9455        AMD 6.6014      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მოუთმენლად ველით ტურისტების დაბრუნებას - მარკი
17 სექტემბერი, 2020, 16:47
მოუთმენლად ველით ტურისტების დაბრუნებას - მარკი
თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად გაართვა თავი და ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა, რომელმაც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მარკ მაკკორდი: „ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ კორონა-პანდემიით გამოწვეულ რეალობას და ავაღორძინოთ ტურიზმი მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მოუთმენლად ველით საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში დაბრუნებას. USAID უსაფრთხოების პროგრამა და USAID საქართველო ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მრავალი წელი უჭერს მხარს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღევანდელი ღონისძიების სპონსორები ვართ“, - აღნიშნა მან.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, თუმცა, ის დარწმუინებულია, რომ საერთაშორისო ტურისტები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან საქართველოში.

„ჩვენი პროგრამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში საქართველო, როგორც ტურისტების დანიშნულების ადგილი, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. შესაბამისად, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანას დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტურისტები დაუბრუნდებიან“, - განაცხადა მარკ მაკკორდმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები