






USD | 3.4499 |
EUR | 4.1585 |
GBP | 4.8219 |
TRY | 0.4253 |

თბილისი (GBC) - იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა $2,07 მლრდ. დოლარი შეადგინა, მათ შორის ადგილობრივმა,- $1, 05 მლრდ.
ორივე პარამეტში წინა წლებთან შედარებით კლებაა, თუმცა, ადგილობრივის ვარდნა უფრო მასშტაბურია.
ადგილობრივი საქონლის ექსპორტი 2015 წლის მაჩვენებელს (950 მლნ. დოლარი) თითქმის გაუტოლდა, მაშინ, როდესაც მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი 2015 წელს პირიქით, აღემატება - კერძოდ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიანმა ექსპორტმა 1,4 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი ექსპორტი თითქის
2018 წლის დონეზეა (2,16 მლრდ.).
შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის
და პანდემიის დატყმა უფრო მნიშვნელოვნად ადგილობრივ წარმოებას დაეტყო, და ნაკლებად
- რეექსპორტს.