






USD | 3.4499 |
EUR | 4.1585 |
GBP | 4.8219 |
TRY | 0.4253 |

თბილისი (GBC) - 01.08.2020-ისთვის საქართველოში რეგისტრირებული 1 404 287 ავტომობილიდან 147 567 დარესტრირდა 2020 წლის განვლილ პერიოდში, რაც 2019-ის მონაცემზე (261 659) ნაკლებია. მაგრამ 2018/2017/2016-ზე მეტი (153 654, 110 788/, 98 658).
ავტოპარკის 52% (726 810) - მოდის
20-ის და მეტი წლის ავტომობილებზე, 34,5%
(484 128) – 11-დან 20 წლამდე, 8,7% (122 216) – 7-დან 10 წლამდე, 3,1% (43 383) – 4-6 წლის, 1,8% (25 785) – 1-3
წლის, და მხოლოდ 0,1% - ახალ, 1 წლამდე ავტომობილებზე.
გამოდის, რომ 3 წლამდე
ავტომობილების წილი საქართველოში 1,9%, რაც ძალიან ჩამორჩება ევროპის მაჩვენებლებს
- კერძოდ, დანიაში ამ კატეგორიაზე ავტოპარკის 45% მოდის, ბელგიაში 42%, ავსტრიაში
40%.
შედარებით მოკრძალებული, თუმცა, საქართველოზე
ბევრად უკეთესია მდგომარეობა ევროპის შედარებით ღარიბ ქვეყნებში - ბოლო ადგილებზე არიან
- ლიტვა (5%), უნგრეთში - (7%), და ლატვია (8%).