GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Exp...

3-დღიანი  ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO, TSR, SITA, RESA და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ  გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით. 

1713430019

იუანის წილი SWIFT-ზე განხორციელებულ ტრანზაქციებში რეკორდულ ნიშნულზეა

SWIFT-ით ანგარიშსწორებებში ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს ამერიკული დოლარი – 47,37%. სავაჭრო ანგარიშსწორებებში ამერიკული ვალუტის წილმა 84,13% შეადგინა. გლობალურ ანგარიშსწორებებში ევროს მეორე ადგილი უკავია 21,93%–ით. ევროპული ვალუტა ასევე მეორე ადგილზეა სავაჭრო გარიგებებში – 5,89%–ით. იუანი საერთაშორისო ანგარიშსწორებებში მეოთხე ადგილს კი იკავებს, თუმცა სავაჭრო სეგმენტში მესამე ადგილზეა დაწინაურებული – 5,28%–ით.ვალუტების რეიტინგი SWIFT-ზე განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით:USD (აშშ დოლარი) — 47,37%;EUR (ევრო) — 21,93%;GBP (გირვანქა სტერლინგი) — 6,57%;CNY (ჩინური იუანი) — 4,69%;JPY (იაპონური იენა) — 4,13%.

1713427993

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის...

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1713426566

საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომა უფრო გაადვილდება

ნათია თურნავას ახლდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.ისაუბრეს Clearstream-თან თანამშრომლობაზე, როგორც სავალუტო რეზერვების მართვის, სევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.აღინიშნა Clearstream-ის პოზიტიურ როლზე, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში.იან ვილემსმა აღნიშნა, ქართულ საფინანსო ინსტიტუტების მზარდ როლზე რეგიონის ფინანსურ სექტორში.ნათია თურნავამ Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქვეყნის ჩამოყალიბებას.მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირების და ინვესტირების გაადვილებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.  

1713368400

ბანკის შემდეგ პაპაშვილმა vasp-ის ნებართვაც მიიღო

სებ-ის ინფორმაციით, WhiteBIT-ი უკვე ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მ.შ. ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.მიმოქცევაშია WhaitBIT  ბარათი W/B Card -ით თანხის ბანკომატით განაღდებაა შესაძლებელი. ტრეიდერი კრიპტობირჟაზე ნავაჭრს ბარათზე გადაიტანს და გაანაღდებს 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში.როგორც იცით, ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. ასევე როგორც გაცხადებულია, კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

1713361200

ნათია თურნავა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მოქმედებებით განპირობებულ მიღწევებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რასაც ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც ემსახურება.სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ სავალუტო ფონდის სახელით მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში მიღწეული მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და გატარებული რეფორმები.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713356975