ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბონდებში საპენსიო თანხები ჯერ ვერ ბანდდება
28 სექტემბერი, 2020, 13:40
ბონდებში საპენსიო თანხები ჯერ ვერ ბანდდება

თბილისი GBC) – საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ემიტენტებს ჯერ კიდევ მოუწევთ ლოდინი. კორპორატიული ობლიგაციებით პენსიონრების დანაზოგებს ჯერ ვერ მოიზიდავენ.

 

სპეციალიზებულ  დეპოზიტარი, რომელმაც ფასიანი ქაღალდების შენახვის გარდა, განთავსებებს მონიტორინგიც უნდა გაუწიოს, ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებულა.

 

დეპოზიოტარს საპენსიო სააგენტო 3 წლით, ტენდერით ირჩევს და მე-4 თვეა დასკვნით პროცედურას გადის. შერჩევის პროცესს სრულად უძღვება საინვესტიციო საბჭო და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი. ტენდერში 2 ადგილობრივი ( საქართველოს ბანკი; თიბისი ბანკი ) და 1 უცხოური კომპანია (სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი) მონაწილეობდა (ტენდერი 2020-ის 6 იანვარს  გამოცხადდა). მაისში BOGG-ის გამარჯვებაზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა  ჯერ დადასტურებულად არ გაცხადებულა.

 

საინვესტიციო რისკებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკის ოფიცერი  აფასებს (რისკის კონტროლის სამსახური). დეპოზიტარმა კი საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს.

 

ამ დროისთვის  საპენსიო თანხები სახელმწიფო  ფასიან ქაღალდებში და  ბანკის დეპიოზიტებშია განთავსებული. გრძელვადიან დეპოზიტებში  დაბანდება რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი, როცა სებ-მა წინა გაფართოებული დოკუმენტი დაამტკიცა.

 

საპროკერო კომპანიების ცნობით, ემიტენტები დაბანდებისთვის მზად არიან.  საპენსიო თანხები  მხოლოდ კომპანიების რეიტინგიან ბონდებში ჩაიდება, ქაღალდებში, რომელსაც სარეიტინგო კომპანიის მიერ აქვს  რეიტინგ მინიჭებულში. მაგ: ემ კვადრატი, სილქნეტის...  ასევე სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები