ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რისკის გაპარვის ალბათობა 0-ია - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
28 სექტემბერი, 2020, 20:50
რისკის გაპარვის ალბათობა 0-ია - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე, რისკის არასათანადოდ მართვაზე წინამორბედის შეფასებას არ იზიარებს. სებ-ი კი ცენტრალური დეპოზიტარის პრეტენზიას, რომ  სპეცდეპოზიტარი  საჭირო არ იყო.


სებ-ი  ლუქსემბურგის და ისლანდიის გამოცდილებას იხმობს, სადაც საპენსიო ფონდების 80%-ია თავმყრილი და სადაც ფონდის დეპოზიტარობა ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს შეთავსებული.


გოგა მელიქიძის შეფასებით, კი საპენსიო სააგენტოში რისკების კომიტეტი თუ არ არის, არ ნიშნავს, რომ  რისკების გაპარვის რაიმე სახის საფრთხე არსებობს.


გოგა მელიქიძემ  "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რომ  რისკის კონტროლი სააგენტოში ორგანიზებული სტრუქტურის  დონეზეა დანერგილი, 3 დაცვის ხაზის პრინციპით. საპენსიო თანხის ინვესტირებისას საინვესტიციო სამსახური საბჭოს ქუდის ქვეშ აანალიზებს რისკიანობას, ნებისმიერ იდეას და  გადაწყვეტილებას. ამასთან მთავარი რისკის ოფიცერი  დამოუკიდებლად აფასებს  და არეპორტებს. მოახსენებს საინვესტიციო საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს.


ეს სქემა კი, მისი თქმით უფრო მეტად აზღვევს რისკებს, გაპარვის ალბათობას ნულებს და შესაბამისად უფრო მაღალი სტანდარტით  იცავს.  კიდევ 2 მნიშვნელოვანი დონეა. ამას უყურებს სპეციალური დეპოზიტარი და  ზედამხედველი - ეროვნული ბანკი. სებ-ი  საინვესტიციო დოკუმენტს უმაღლეს შეფასებას აძლევს,  სპეციალიზებული დეპოზიტარი კი  სააგენტოს ჯერ არ წარუდგენია. ოფიციალურად არ შერჩეულა, ტენდერის 3 მონაწილედან, რომელთა შორის 2 სისტემური ბანკია თიბისი და საქართველოს ბანკი.


საინვესტიციო რისკებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკის ოფიცერი  აფასებს (რისკის კონტროლის სამსახური). დეპოზიტარმა კი საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები