ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2327        EUR 3.7732        GBP 4.1896        RUB 4.0776        UAH 1.1363        AZN 1.9016        AMD 6.5655      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2012 -ს 2019-ზე 34%-ით მეტი დასაქმებული იყო
1 ოქტომბერი, 2020, 11:15
2012 -ს 2019-ზე 34%-ით მეტი დასაქმებული იყო

თბილისი (GBC) - არაკომერციულ სექტორში ( განათლენა, ხელოვნება, ჯანდაცვა, კომუნალური მომსახურეობა), 2019 წლის მონაცემებით  დასაქმებული იყო 54 417 ადამიანი, რაც ბოლო 6 წლის მაქსიმუმია.

კერძოდ, 2014 წელს ამ დარგებში მუშაობდა 52 338 ადამიანი,  2015-ში - 52 762, 2016-ში - 52 920, 2017-ში - 52 873, 2018-ში - 53 028 ადამიანი.

თუმცა, ყველა ეს მონაცემი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს, როდესაც არაკომერციულ სექტორში 82 328 ადამიანი იყო დასაქმებული, და ასევე 2013-ში - 65 670 ადამიანი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 28,8% – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 22,5% - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14,4% - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12,8% - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 9,9% - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5,2% - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 6,4% სხვა დარგებზე ნაწილდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები