ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ევროპულმა ინდექსებმა სექტემბერი მინუსში დახურეს
1 ოქტომბერი, 2020, 10:28
ევროპულმა ინდექსებმა სექტემბერი მინუსში დახურეს

თბილისი (GBC) - დასავლეთ ევროპის ქვეყნების საფონდო ინდექსებმა ოთხშაბათის ვაჭრობა უმეტესად მინუსში დახურეს. ინვესტორები ტრამპისა და ბაიდენის წინასაარჩევნო პირველ დებატებზე რეაგირებდნენ.

CNBC-ს ცნობით, აშშ–ში გუშინ გამართულ წინასაარჩევნო დებატებზე გაჟღერებული მკვეთრი განცხადებები პანდემიის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და ეკონომიკის საკითხებზე დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრებზე.

ინვესტორებს რეაქცია ჰქონდათ ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის განცხადებაზე, რომელმაც ოთხშაბათს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე თქვა, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციისადმი უფრო მოქნილი მიდგომის საკითხს განიხილავს, რასაც მანამდე აშშ–ის ფედრეზერვმა მიმართა.

ევროპის ცენტრალური ბანკი ისტორიაში პირველად განიხილავს ინფლაციისადმი მიდგომების ცვლილების საკითხს, წერს ავტორიტეტული გამოცემა Financial Times.

ფედრეზერვმა აგვისტოს ბოლოს დაამტკიცა ახალი სტრატეგია, რომელიც ინფლაციის თარგეთირების „მოქნილ ფორმას“ ითვალისწინებს.

ოთხშაბათსვე ევროპის რამდენიმე ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 19,8%–ით დავარდა, წინა კვარტალთან შედარებით. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა კვარტალური დაანგარიშებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკის აღრიცხვა დაიწყო – 1955 წლიდან. მშპ–ის შემცირება ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირდა.

საფრანგეთის სამომხმარებლო ფასები სექტემბერში წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა. Trading Economics–ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ფასების 0,3%–იან ზრდას (წლიურ გამოსახულებაში) პროგნოზირებდნენ. ამასთან, სამომხმარებლო ხარჯები აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 2,3%–ით გაიზარდა. ექსპერტების კონსენსუს–პროგნოზით ეს მაჩვენებელი 0,2%–ით უნდა შემცირებულიყო.

საბაზრო გაყიდვები გერმანიაში აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 3,1%–ით გაიზარდა. ანალიტიკოსები  ამ მაჩვენებელს მხოლოდ 0,5%–იან ნიშნულზე ხედავდნენ.

იგივე გერმანიაში უმუშევრობა სექტემბერში 6,3%–მდე შემცირდა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 6,4%–ს შეადგენდა, რაც 2015 წლის აგვისტოს შემდეგ მაქსიმუმი იყო. ექსპერტები უმუშევრობის წინა თვის მაჩვენებელზე შენარჩუნებას ვარაუდობდნენ.

რეგიონის უმსხვილესი კომპანიების ჯამური ინდექსი toxx Europe 600 სესიის დახურვისას 0,11%–ით შემცირდა 361,09 პუნქტამდე.

სექტემბრის განმავლობაში ინდექსმა 1,48% დაკარგა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღმოჩნდა. მესამე კვარტლის განმავლობაში ინდექსი 0,21%–ით არის გაზრდილი.

ბრიტანულმა ინდიკატორმა FTSE 100 0,53% დაკარგა, გერმანულმა DAX – 0,51%, ფრანგულმა CAC 40 – 0,59%, იტალიურმა FTSE MIB – 0,24%. მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ესპანური IBEX 35 – 0,04%-ით.

სექტემბრის განმავლობაში FTSE 100 1,6%–ით შემცირდა, DAX - 1%–ით, CAC 40 - 2,9%–ით, FTSE MIB - 3,1%–ით, IBEX 35 - 3,5%–ით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები