ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აპოლო ფართოვდება
1 ოქტომბერი, 2020, 13:46
აპოლო ფართოვდება

თბილისი (GBC) - ავეჯის სახლი „აპოლო“ 15 წელია საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ცვლილება განახორციელა იმისათვის, რომ მომხმარებელი ევროპული ხარისხის ავეჯით უზრუნველყოს. მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება თურქეთისა და რუმინეთის წამყვან საამქროებში; შეიცვალა და ეროპული სტანდარტის დანადგარებით განახლდა საამქრო თბილისში. ავეჯის წარმოებაში ერთერთი ასეთი განახლება პანდემიის პერიოდის მიუხედავად თიბისის მხარდაჭერით განხორცილდა, კომპანიამ ავეჯის წარმოებისთვის ახალი დანადგარები შეიძინა. 

„აპოლოში“ საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის საოფისე და საოჯახო ავეჯის შეძენა შეიძლება, გარდა რბილი ავეჯისა.  შესაძლებელია, ასევე ავეჯის მომხმარებლის გემოვნებისამებრ შეკვეთაც.

„ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, შექმნილი ვითარების გამო, როგორც ჩანს, ხალხი შოუ-რუმებში მოსვლას ერიდება და უპირატესობას ადგილზე მომსახურებას ანიჭებს. ჩვენ მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, როგორც მომსახურების მხრივ, ისე პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით,“ - ამბობს „აპოლოს“ დამფუძნებელი კობა დარჯანია.

„აპოლოს“ ავეჯის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი, ახლახანს კი, კომპანიამ თბილისი პავილიონში კიდევ ერთი შოუ-რუმი გახსნა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები