ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
კომპანიების 51% კადრებს ნაცნობობით ეძებს - კვლევა
1 ოქტომბერი, 2020, 16:51
კომპანიების 51% კადრებს ნაცნობობით ეძებს - კვლევა

თბილისი (GBC) - ახალი კადრების მოძიების ძირითადი წყაროს საწარმოებისთვის ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები წარმოადგენს. ასეთია შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საწარმოთა 51%-მა განაცხადა, რომ კადრებს სწორედ ნაცნობების მეშვეობით ეძებს. მეორე ადგილს ინტერნეტი იკავებს 30%-ით, მესამეზე კი ბეჭვდური განცხადებებია 10%-ით. დასაქმების კერძო სააგენტოებზე კი 7.7% მოდის. Worknet.gov.ge-ს მეშვეობით კადრებს დამსაქმებლების მხოლოდ 0.3% ეძებს.

 

აპლიკანტთა შეფასება ძირითადად გასაუბრების მეშვეობით ხორციელდება (გამოკითხულთა 52.8%), ხოლო მათი შეფასების მთავარი კრიტერიუმი გამოცდილებაა (გამოკითხულთა 56.1%).

 

კვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 60%-ს აპლიკანტის მიერ რომელიმე უცხო ენის ცოდნა არ ესაჭიროება. საწარმოთა 40%-ის შემთხვევაში კი უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის საწარმოები, რომლებიც აპლიკანტების მიერ უცხო ენის ცოდნას ითხოვენ, აქცენტს აკეთებენ ინგლისური ენის ცოდნაზე (გამოკითხულთა 53%), რუსულ ენასა (გამოკითხულთა 40%) და თურქულ ენაზე (გამოკითხულთა 6%).

 

საწარმოები მხოლოდ 2%- ის შემთხვევაში ითხოვენ აპლიკანტთა მიერ რომელიმე სხვა უცხო ენის ცოდნას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები