ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2181        EUR 3.8086        GBP 4.2189        RUB 4.1842        UAH 1.1383        AZN 1.893        AMD 6.5279      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
54 წელი სამთო გეოლოგიაში!
1 ოქტომბერი, 2020, 20:26
54 წელი სამთო გეოლოგიაში!

თბილისი (GBC) - ბადრი ლობჟანიძე 54 წელია სამთო გეოლოგია. 1966 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ტყიბულში ჩავიდა და ტყიბულის შახტაში დასაქმდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, პროფესია და სამსახური არ შეუცვლია. რიგითი გეოლოგი მალე მთავარი გეოლოგი გახდა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ტყიბულის შახტებზე ერთადერთია, ვისაც უდიდესი ცოდნა და ფასდაუდებელი გამოცდილება გააჩნია.

ბადრი ლობჟანიძე: „მთაში  გავიზარდე, ონის რაიონის  მაღალმთიან სოფელ ღებში. გეოლოგიურად ძალიან საინტერესო ადგილია, ბევრი რამ გამოკვეთილია, კარგად ჩანს ქანები, არის საბადოები. იქ სამთო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობდა და გეოლოგები ხშირად დადიოდნენ. ამიტომ, ბავშვობიდან დამაინტერესა ამ სფერომ და გადავწყვიტე გეოლოგი გავმხდარიყავი. სკოლის დასრულების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად სოფლიდან სასწავლებლად თბილისში წავედი.  თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც 1966 წელს დავასრულე.

სწავლის დასრულების შემდეგ მალევე დაიწყეთ მუშაობა სამთო სფეროში?

სწავლის დასრულების შემდეგ ინსტიტუტმა გამანაწილა ტყიბულში და მას შემდეგ, 1966 წლიდან ტყიბულის შახტებში გეოლოგად ვმუშაობ. იყო შემოთავაზება რომ სამუშაოდ თბილისში, გეოლოგიის სამმართველოში გადავსულიყავი და იქიდან მემუშავა ტყიბულზეც, მაგრამ აქ მთხოვეს არ წავსულიყავი. მეც არ დავტოვე ეს ქალაქი და ოჯახთან ერთად დღემდე აქ ვცხოვრობ.

რამდენად რთულია თქვენი პროფესია?

საერთოდ, გეოლოგია რთული პროფესიაა. მით უმეტეს, ტყიბულის საბადო მსოფლიოში ცნობილია თავისი გეოლოგიური სირთულით. შესაბამისად, უამრავ სირთულესთან გიწევს გამკლავება, გონებით უნდა იმუშაო. თავდაპირველად „ძიძიგურის“ სახელობის შახტის  გეოლოგი ვიყავი, შახტების გაერთიანების შემდეგ კი ტყიბულის შახტების მთავარი გეოლოგი გავხდი.

მუშაობის პროცესში თუ გქონიათ სირთულეები?

რა თქმა უნდა, მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში სირთულეებიც მქონდა, თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი მათ დაძლევას. ვფიქრობ, სირთულეებს თავს დღემდე ვართმევ.

მაინც რა არის ქვანახშირი, საიდან წარმოიშვა?

ქვანახშირი არის მცენარეული ნალექები, მათი დაგროვების შედეგად დედამიწის ქერქი მოძრაობს. ქერქის დაწევასთან ერთად იმატებდა მცენარეული ნალექებიც. საბოლოოდ, ისე სწრაფად დაიწია რომ  მცენარეები ქვის ნალექმა გადაფარა და შიგნით დაიწვა, მაგრამ მოხდა არასრული წვა, რადგან ჰაერი აღარ ჰქონდა და  მცენარეული ნარჩენები ნახშირად იქცა, ეს იყო მილიარდი წლების წინ.

რამდენია ტყიბულის შახტებში ნახშირის მარაგი და რა ტერიტორიებს მოიცავს?

ტყიბულის შახტებში ნახშირის მარაგი დაახლოვებით 300 მილიონ ტონამდეა. ეს მოიცავს ტყიბულისა და რაჭის ტერიტორიის ნაწილს. ამ დროისთვის ნახშირის მოპოვება ტყიბულის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რაჭის ტერიტორია ხელუხლებელია. ნახშირის მოპოვება უკვე გართულდა, რადგან უფრო და უფრო სიღრმეში გვიწევს ჩასვლა. ადრე ქვა-ნახშირი ზედაპირთან ახლოს იყო და მოპოვებაც შედარებით იოლი იყო.

რამდენად აქტუალურია ეს პროფესია დღეს?

სამწუხაროდ, დღეს გლობალური გეოლოგიის შესწავლას საერთოდ  მიანებეს თავი, მაგრამ შახტაში აუცილებელია გეოლოგი. პროფესიონალის გარეშე ეს სფერო წარმოუდგენელია. მით უმეტეს, ტყიბულის შახტები - აქ გეოლოგის გარეშე გზას ვერ გაიგნებ. მე უკვე 80 წელს გადავცდი, ვფიქრობ რომ სამსახურის თავი დავანებო, თუმცა არ გვყავს გეოლოგი, რომელიც მე შემცვლის. ამიტომ ისევ მე მიწევს მუშაობა. თუმცა, მყავს დამხმარე გეოლოგი, რომელიც ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობს. შახტაში უმეტესად მას უწევს გეოლოგიური დოკუმენტაციის შესრულება.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები