






USD | 3.3268 |
EUR | 4.0101 |
GBP | 4.6449 |
TRY | 0.4574 |

თბილისი (GBC) - სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ტურიზმის სტატიტიკაზე როგორ აისახებამოგვიანებიტ შევიტყობით. იანვარ-სექტემბრის, საქსტატის მონაცემებით, ჯერ კვლავ აზერბაიჯანელები დომინირებენ. 283 400 ვიზიტორით ჩვენი უახლოესი მეზობლებიდან აზერბაიჯანი ლიდერობს, თუმცა 4,1-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.
მე-2 თურქეთი, 279 100 ვიზიტორით და წლიური 3.3 ჯერ კლებით, მე -3 - სომხეთი -233 700, კლება 4,2-ჯერ).
რუსეთი, რომელიც 2019 წელს ლიდერობდა, 9m/2020 -ის სტატისტიკით, მე-4-ა, 6.1-ჯერ შემციერებული 196 100 ვიზიტორით.
სექტემბერში საქართველოს მხოლოდ რუსეთის 4 400 მოქალაქე ესტუმრა (09/2019 -თან შედარებით, 33,5-ჯერ ნაკლები).
სულ 2020 წლის 9 თვეში საქართველოში 1,5 მლნ. უცხოელი ჩამოვიდა, რაც 4,5-ჯერ ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდშთან შედარებით.მათ შორის ტურისტი 961 200 ადამიანი (კლება 4,2-ჯერ).