ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2327        EUR 3.7732        GBP 4.1896        RUB 4.0776        UAH 1.1363        AZN 1.9016        AMD 6.5655      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერილი 5 სტარტაპიდან 2 გამარჯვებულია
16 ოქტომბერი, 2020, 15:31
საქართველოს ბანკის მხარდაჭერილი 5 სტარტაპიდან 2 გამარჯვებულია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში  წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups- საქართველოშია. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა.

 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში  შერჩეულ 15 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ. პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი, ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, აქედან 5 სტარტაპი აქსელერაციის ფინალისტია იყო, კიდევ ხუთს კი მიეცა შესაძლებლობა,  ინვესტორების წინაშე  „დემო დღეზესაკუთარი იდეებით წარმდგარიყვნენ. ხუთმა ფინალისტმა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით განაგრძო, დამატებით ინვესტიციას კი ფინალურ ეტაპზე 2-მა გამარჯვებულმა მიიღო.

 

 „მოხარული ვართ, რომ ჩვენი  ხელშეწყობით მსგავსი ტიპის გლობალური პროექტი ხორციელდება. მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან მუშაობის ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სტარტაპების, ასევე გლობალური ეკოსისტემის განვითარებაში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტში ჩართულ სტარტაპებს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის  გენერალურმა დირექტორმა.

 

500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. დემო დღეზე 10 კომპანია წარსდგა. ესენია:  CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars. მათ შორის სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაა, რომლებიც ქართულ სტარტაპებად დარეგისტრირდნენ.

 

500 Georgia  პროგრამის პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი  Cardeal და Cargon 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კი აქსელერაციის მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://ecosystems.500.co/500georgia/apply)

 

ინფორმაციისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები