ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2327        EUR 3.7732        GBP 4.1896        RUB 4.0776        UAH 1.1363        AZN 1.9016        AMD 6.5655      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
II ტალღაც დავამარცხოთ რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა
16 ოქტომბერი, 2020, 18:10
თბილისი (GBC) - დაგვრჩა ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები - ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა დადგა პანდემიის მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ერთიანობა და პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ საქართველომ მეორე ტალღაც დაამარცხოს ისე, რომ გადარჩეს ქვეყნის ეკონომიკა და ამასთან ერთად ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები.
„მოგესალმებით ჩვენო გურულებო, ჩვენო ოზურგეთელებო. დიდი პატივია დღეს თქვენთან აქ ყოფნა, ამ მშვენიერ ეზოში, მყუდრო, შინაურულ გარემოში და გურიის მომავალზე საუბარი. ეს კუთხე არის უნიკალური ნიჭის ადამიანების კუთხე და შემთხვევითობა არ არის, რომ უამრავი ღირსეული საზოგადო მოღვაწე აჩუქა ამ კუთხემ ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკას, ხელოვნებას, კულტურას - ყველა სფეროს. ამიტომ, ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთან საუბარი. თითოეულ სიტყვას ზომავ, განსაკუთრებით სიტყვას, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის პირობებში ვხვდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ორი კვირა დაგვრჩა, ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები. ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ყელაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ყველას უნდა გვესმოდეს - ერთიანობა, პასუხისმგებლობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება იყოს უფრო უსაფრთხო და ღირსეული.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები