ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 2015 წლიდან მინიმუმს მიაღწია
19 ოქტომბერი, 2020, 12:12
უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 2015 წლიდან მინიმუმს მიაღწია

თბილისი (GBC) - 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8,1  მლრდ.  დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია - იუწყება საქსტატი.

აქედან ექსპორტი 2, 4 მლრდ.  დოლარს შეადგენს (-12.1%), ხოლო იმპორტი 5, 7 მლრდ. დოლარს (- 15.9%).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, 3,3 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%.

აღსანიშნავია, რომ უარყოფითი სალდოს ეს მაჩვენებელი ყველა დაბალია 2015 წლიდან კერძოდ, 2015 წელს ის 3,72 მლრდ. დოლარს შეადგენდა, 2016-ში - 3, 75 მლრდ., 2017-ში - 3,73 მლრდ., 2018-ში - 4,3 მლრდ.., 2019-ში - 4,06 მლრდ. დოლარს შეადგენდა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ.  დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ.  დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. დოლარი).

2020 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტიორი ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (981.6 მლნ.  დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (509.6 აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ.  დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5%-სშეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ.  დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ.  დოლარით (7.5%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ.  დოლარი და მთელი იმპორტის 9.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ.  დოლარით (7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ.  დოლარით (იმპორტის 6.4%).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები