






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით (m.m) 1.9%-ით გაიზარდა (+5.9%Y.Y).
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასის 1% (m.m) მატებამ ინდექსზე 0.81%პ-ით იმოქმედა. გაძვირდა კვების პროდუქტები (1.5%) და ძირითადი ლითონები (2.3%).
ფასმა წყალმომარაგება, კანალიზაციაზეც მოიმატა. ნარჩენების მართვის მომსახურებაზე, რაც 0.57%პ-ით აისახა ინდექსზე. 5%-ით არის გაზრდილი ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე იმოქმედა, სამრეწველო პროდუქციამ (+ 4.8%), სამთორეწველობა /კარიერების დამუშავებამ (+ 19.6%), კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით (+17.8%), ელექტროენერგია, აირი,
ორთქლი და
კონდიცირებული ჰაერი
(+4.2%).