ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3164        EUR 3.9545        GBP 4.4231        RUB 4.3692        UAH 1.1646        AZN 1.9508        AMD 6.5368      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩაის კულტურისთვის მინისტრის ₾2.5 მილიონიანი დაპირება
22 ოქტომბერი, 2020, 19:50
თბილისი (GBC) - ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციები რეაბილიტირდება, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩაი
ტრადიციულის კულტურაა, ერთ-ერთი გამორჩეული. 2016 წელს დაწყებული კამპანიის შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელსაც გაგრძელდება.

მინისტრმა უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტივობებზეც ისაუბრა, - "გვქონდა მნიშვნელოვანი გამოწვევა საკრანტინო მავნებელთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მემცენარეობის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველი გამოწვევაა. ჩვენ გავაგრძელებთ მცენარეთა მავნებლებთან ორგანიზებულ ბრძოლას და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარებას.
ასევე გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რაც მრავალი ათასი ნიმუშის კვლევას და სურსათის სანდოობის გაზრდაზე იქნება მიმართული, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამავდროულად გაგრძელდება მნიშვნელოვანი აქტივობები ვეტერინარული მიმართულებით - ეს არის უფასო ვაქცინაცია, იმისთვის რომ ვეტერინარული ფონი ქვეყანაში იყოს უფრო მეტად საიმედო,რათა მესაქონლეობის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, გავაკეთოთ ინვესტიციები, მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყოს მისაღები“- განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები