ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
PMC საზღვრების გახსნის შემდეგ ტურიზმის ზრდას არ ელის
23 ოქტომბერი, 2020, 15:44
PMC საზღვრების გახსნის შემდეგ ტურიზმის ზრდას არ ელის
თბილისი (GBC) - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრენების განახლებამ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს", - PMCG (კვლევითი ორგანიზაცია) ეპიდმდგომარეობის გაუარესებას ელის. შიდა ტურიზმიც შესაძლოა დაზარალდეს.

დასკვნა საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვებს ეფუძნება, თუ როგორ გახსენს სხვადასხვა ქვეყნებმა საზღვრები.

ანალიზისთვის საკარანტინო მოთხოვნების გარეშე გახსნილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 3 ქვეყანა შეირჩა,ჩრდილოეთ მაკედონია; სერბეთი; და ალბანეთი. აპრილსა - მაისში თითოეულ ქვეყანას ჰქონდა მკაცრი „ლოქდაუნი“, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის განულდა. ივნისში, სერბეთსა და ალბანეთში ვიზიტორთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო, სერბეთმა 90%-ით შემცირება განაგრძო.

„ალბანეთის შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს წარმატების მაგალითად, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ვირუსის გავრცელება ალბანეთში მეტ-ნაკლებად შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რამაც ალბანეთს საშუალება მისცა ტურიზმის სექტორი აღედგინა შედარებით უფრო მეტად. ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მის მეზობელ ქვეყნებში არსებული ანალოგიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც ამარტივებს ქვეყნებს შორის მიმოსვლას. აგვისტოში, ალბანეთის ვიზიტორების 56% მეზობელი ქვეყნებიდანა ჩასული", - აღნიშნულია კვლევაში.

PMC-ის ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრის შეუზღუდავი გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საშიშროების გარეშე, რადგან ყველა მეზობელის საქართველოი უარეს ეპიდვითარებაში იყო.

2019 წლის ვიზიტორებში მეზობელი 4 ქვეყნის მოქალაქეების წილი 71% -ია, - „ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხო ქვეყნებთან ფრენების განახლება გარკვეულწილად შეამცირებდა ტურიზმის კლებას, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა მთლიანი ვიზიტორების რაოდენობასა და მიღებულ შემოსავლებზე“, - ნათქვამია კვლევაში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები