ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3164        EUR 3.9545        GBP 4.4231        RUB 4.3692        UAH 1.1646        AZN 1.9508        AMD 6.5368      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი პატარავდება
26 ოქტომბერი, 2020, 13:03
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი პატარავდება

თბილისი (GBC ) - 710 ტრანზაქცია სექტემბერში - წინა სექტემბერზე (2019) 39%-ით ნაკლები.ბაზრის ზომა 37%-ითაა შემცირებული და მისი მოცულობა შესაბამისად 32 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Colliers georgia-ს მონაცემებით, ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 25%-ითაა შემცირებული და 780 ერთეულს შეადგენს.

სულ, ბათუმში 2020 წლის პირველ სამ კვარტალში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 36%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 206 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 23%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 34 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 774 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 673 აშშ დოლარი შეადგინა.

„პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელი ტრანზაქციების შემცირება თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავი ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც“, - განმარტავენ Colliers-ში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები