ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4499        EUR 4.1585        GBP 4.8219        RUB 4.5224        UAH 1.2314        AZN 2.0271        AMD 6.5806      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
"იმუშავე საქართველოდან" პროექტმა გაამართლა
27 ოქტომბერი, 2020, 12:48
იმუშავე საქართველოდან პროექტმა გაამართლა
თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში 27 აგვისტოდან 27 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
მიმდინარე პროექტს ეხმიანება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს.
გასაკვირია როცა ამ პროექტს განაცხადების რაოდენობით აფასებენ და ჯერ არავის დაუსვავს კითხვა პროეტის ეკონომიკურ სარგებელზე. ამიტომაც, გიზიარებთ საინტერესო მონაცემებს. პროექტი გრძელდება და სასიხარულოა რომ ყოველდღიურად განაცხადების რაოდენობა მზარდია და ამ პროექტით უკვე არაერთი სასტუმრო, ბინა, მანქანის გაქირავების სერვისი, გიდი და სხვა ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ახალი პროექტის ამოქმედება დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოსული მაღალმხაჯველუნარიანი ვიზიტორები იყენებენ ტურიზმის სხვადასხვა სექტორის მომსახურებას. პროექტის განხორციელების პირველ შედეგებზე საუბრობენ სასტუმროების წარმომადგენლები:
„ ოქტომბრის პირველ ნახევარში სასტუმრო „როიალ ინნში“ დატვირთვის კოეფიციენტი გაზრდილი იყო. სექტემბრიდან გაყიდვები კარგად მიდიოდა და შედეგად ჯავშნების რაოდენობამ საშუალოდ 60% შეადგინა, ძირითადად თბილისზე იყო მოთხოვნა. ჩვენს სასტუმროში სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.„-აცხადებს ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

„ძალიან პოზიტიური გამოდგა ჩვენი სასტუმროსთვის პროექტი „იმუშავე საქართველოდან.“ ჩვენ სექტემბერში სტუმრებს, რომლებიც ჯავშნების შესახებ გვწერდნენ ვაწვდით ინფორმაციას, შედეგად „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯავშნებმა მოიმატა, დინამიკა მზარდი გამოდგა, და შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩვენი სასტუმრო დატვირთული იყო. ძირითადი მოთხოვნა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან არის.“-აცხადებს სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე.


"იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები