ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3189        EUR 3.9996        GBP 4.4311        RUB 4.3845        UAH 1.1675        AZN 1.9523        AMD 6.5225      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მეზღვაურებს ეკონომიკისთვის $147 მლნ მოაქვთ
27 ოქტომბერი, 2020, 18:03
მეზღვაურებს ეკონომიკისთვის $147 მლნ მოაქვთ
თბილისი (GBC) - საზღვაო სფეროდან ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში შემოსული თანხები მეზღვაურების უცხოეთის გემებზე დასაქმებიდან მიღებული შრომის ანაზღაურების ხარჯზე, 2020 წლის მონაცემებით, შეადგენს 147 019 200 აშშ დოლარს. ანალოგიური მაჩვენებელი ახლადდასაქმებულ მეზღვაურთა ზრდის ხარჯზე, 2024 წლის პროგნოზით, შეადგენს 1 793 18 523 აშშ დოლარს, - ასეთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, აქტიურ (დასაქმებულ) მეზღვაურთა რაოდენობა ქვეყანაში შეადგენს 13 222-ს. აღნიშნული მაჩვენებელი, 2024 წლის პროგნოზით, დასაქმების ყოველწლიური 10%-იანი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლისათვის 16 126-ს შეადგენს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ახლადდასაქმებული ყოველი მეზღვაურის მიერ დასაქმებაზე გაწეული საწყისი 1 ლარის დანახარჯი მომავალ წელს იძლევა დაახლოებით 3 ლარის სარგებელს.

კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მეზღვაურების დაქირავება და მუშაობა ხორციელდება ადგილობრივი საკრუინგო კომპანიების მონაწილეობის გარეშე პირდაპირი ან გემთმფლობელების კომპანიების მმართველებთან კონტაქტების დამყარებით.

„მიუხედავად იმისა, რომ საკრუინგო კომპანიების დაფუძნება და საქმიანობა საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ, ხშირად საკრუინგო კომპანიები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან არაკოორდინირებულად მოქმედებენ, მათ შორის არ არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოს მიერ შრომის საზღვაო კონვენციაში გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდება საკრუინგო კომპანიების კონტროლი მეზღვაურებისგან დამატებითი ანაზღაურების მიღების პრაქტიკის აღმოფხვრის მხრივ“, - ვკითხულობთ კვლევაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები