ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.14        EUR 3.6553        GBP 4.3329        RUB 4.4764        UAH 1.1947        AZN 1.8463        AMD 6.5842      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბიზნესი ფასების ზრდას ელის - მოლოდინები გაუარესებულია
9 ნოემბერი, 2020, 16:38
ბიზნესი ფასების ზრდას ელის - მოლოდინები გაუარესებულია

2020 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 18.7 პუნქტით შემცირდა და -28.6-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ.

ISET-ის მონაცემებით, ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ვაჭრობისა და საფინანსო სექტორის გარდა. ყველაზე დიდი შემცირება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2020 წლის IV კვარტლისთვის მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, 2020 წლის III კვარტალთან შედარებით მხოლოდ 0.2 პუნქტით გაიზარდა და 2020 წლის IV კვარტლისთვის -40.4-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის III კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმს, -41.7 პუნქტს მიაღწია. 2020 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა ვაჭრობისა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა და 2.7 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე.

ფასების შემცირებას მხოლოდ მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორებში ელოდებიან. 2020 წლის IV კვარტლისთვის მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის, რაც, "სხვა" ფაქტორების წილის ზრდასთან ერთად, შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას.

მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმებისთვის. 2020 წლის IV კვარტლისთვის ეს ფაქტორები ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის (გასული ოთხი კვარტლის მდგომარეობით, საშუალოდ, დიდი კომპანიების 34% მთავარ შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს, 30% კი - მოთხოვნის სიმცირეს), რაც, ,,სხვა" ფაქტორების წილის ზრდასთან ერთად, შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები