ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს
11 ნოემბერი, 2020, 12:08
ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო შერავათების გაგრძელებას ითხოვს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მთავრობამ გაზაფხულზე შემოიღო, გარკვეული პერიოდით კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბიზნეს ოპერატორები დღეს კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.

"საშეღავათო პერიოდი უკვე ამოიწურა, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები კი გრძელდება. დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს ასევე ზოგადად საზოგადოებას. 

რაც შეეხება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს სექტორი პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია და იგი პრაქტიკულად გაჩერებულია. ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიათა უმრავლესობას (მიუხედავად იმისა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის არის კომპანია) საკმაოდ მწვავე ხასიათის პრობლემები შეექმნებათ თუ ისინი ამა წლის 1 დეკემბერს დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე დადგებიან. 

შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ გამოწვევებს,  ვთხოვთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

I. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;

II. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი", - ნათქვამია BAG-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის პარლამენტის უფლებამოსილებაა BAG-ი გამოთქვამს  მზადყოფნას პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა სწრაფად ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები